“ბარსელონას” 33 წლის ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას “ბარსას” ოფიციალური საიტი ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩავი კონტრაქტს ხელს ორშაბათს მოაწერდა და ასეც მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსას” მე-6 ნომერი კლუბში მინიმუმ 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ჩავის მიერ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, მის გარდა, კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა დაესწრნენ.
ჩავი “ბარსელონაში” 1991 წლიდან ირიცხება. კატალონიელთა პირველ გუნდში ის 1998 წლიდან თამაშობს. “ბარსელონასთან” ერთად, 33 წლის ფეხბურთელმა 20 ტიტული მოიგო.