“ბარსელონას” სპორტული დირექტორი და ლეგენდარული მეკარე ანდონი სუბისარეტა აცხადებს, რომ გუნდის ამჟამინდელი კარის დარაჯის, ვიქტორ ვალდესის მიმართ, კატალონიელები ვალში არიან. სუბისარეტა ეთანხმება იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ვალდესს აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
“ჩვენი ინჩადა გონიერი გულშემატკივრებისგან შედგება, ხოლო ვალდესი კლუბის დღევანდელობაა. “ბარსელონას” ვალდესის ვალი აქვს. ეს ფეხბურთელი გულშემატკივართა სიყვარულს მატჩიდან მატჩამდე იპოვებს.”