კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესებულია ჰოლანდიელი მეკარეებით. “ბლაუგრანას” “სუონსის” კიპერის მიკელ ვორმისა და ამსტერდამის “აიაქსის” პირველი ნომრის, კენეტ ვერმეერის გადმობირება სურს. ტიტო ვილანოვას ორივეს ერთად ხილვა სურს საკუთარ გუნდში.
ასევე ვრცელდება ჭორები, რომ კატალონიელები დაინტერესებულები არიან მანუელ ნოიერით, დავიდ დე ხეათი და მარტენ სტეკელენბურგით.
მოგეხსენებათ ვიქტორ ვალდესი არ აპირებს კონტრქტის გახანგრძლივებას და კლუბს 2014 წელს დატოვებს.
