“ოსასუნას” კარში 4 გოლის გამტანმა ლიონელ მესიმ, თამაშის შემდეგ, პრესის წარმომადგენლებისთვის მოიცალა და განაცხადა, რომ “ბარსას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.
“კამპ ნოუზე” შეკრებილი გულშემატკივარი ვალდესს მხარეს უჭერს მიუხედავად იმისა, რომ მან კონტრაქტის განახლება არ ისურვა. ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და გულშემატკივართა მხარდაჭერას იმსახურებს.
4 გოლი? მთავარი გუნდის მოგებაა.” – აცხადებს ლიონელ მესი.