“ბარსელონა” დღეს შუადღით “ნოუ კამპზე” ბოლო დეტალებს აზუსტებდა “ოსასუნასთან” გასამართი შეხვედრის წინ. ჟორდო როურას განკარგულებაში მწყობრში მყოფი ყველა მოთამაშე იყო. ხოსე მანუელ პინტო, რომელიც გუშინ დარბაზში ვარჯიშობდა დღეს თანაგუნდელებს შეუერთდა და სრულად დაიტვირთა. სესიაზე “ბარსა ბ”–ს კიპერი, ოიერი იმყოფებოდა.
სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ მოთამაშეები დასასვენებლად სახლებში გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ოსასუნას” შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
სურათები:
