ლისაბონის “სპორტინგის” მეკარეს რუი პატრისიოს შეეძლება უკვე ზაფხულში გადაბარგდეს “ბარსელონაში”. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესმა უარი განაცადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ამჟამად მისი კონტრაქტი 2014 წლამდეა, ამიტომ “ბარსელონამ” უკვე დაიწყო მეკარეების მოძიება. ხმები ვრცელდებოდა რამდენიმე მეკარეზე, ამჟამად კი პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელის გადმობირებას “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ზაფხულისთვის შეეცდება.
ასევე საუბარია ესპანელ გოლკიპერ დავიდ დე ხეაზე. ამბობენ, რომ სერ ალექსი მისი თამაშით უკამაყოფილოა და შემოთავაზების შემთხვევაში მას გაყიდიან. ასევე საუბარი იყო ნოიერზე, სტეკელენბურგზე და პეპე რეინაზე. ეს უკანასკნელი “ბარსელონას” აკადემიაში თამაშობდა.
