კარლეს პუიოლი “ბარსელონას” გულია, ფეხბურთელი რომელმაც სამშაბათს გაახანგრძლივა მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი და “ბალუგრანას” 2016 წლამდე უკაპიტნებს. მიმდინარე სეზონი, მე-14 პუიოლის კარიერაში. შემოგთავაზებთ კარლესის კარიერის 10 ყველაზე დაუვიწყარ მომენტს.
1999 წლის 2 ოქტომბერი:ამ დღეს პუიოლს დებიუტი ჰქონდა “ბარსას” შემადგენლობაში, “ვალიადოლის” წინააღმდეგ. ლუის ვან გაალმა , ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორე ტაიმში შეიყვანა სიმაოს ნაცვლად. იმ სეზონში მან 37 მატჩი ჩაატარა.
2000 წლის 21 ოქტომბერი:ლორენც სერა ფერერმა, 22 წლის პუიოლს ლუიშ ფიგუს პერსონალურად აყვანა დაავალა, რასაც კარლესმა შესანიშნავად გაართვა თავი და დაეხმარა კლუბს გამარჯვებაში (2-0).

2001 წლის 11 ნოემბერი:პუიოლმა პირველი ბურთი შეაგდო პირველი გუნდის შემადგენლობაში. იგი მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა სავიოლასთან და 2-0 გახადა ანგარიში.
2002 წლის 23 ოქტომბერი: 23 ოქტომბრის საღამო, დაეხმარა პუიოლს ლეგენდა გამხდარიყო. ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ, პუიოლმა მკრედით კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
2005 წლის 14 მაისი: “ლევანტესთან” 1-1 ნათამაშები მატჩის შემდეგ, პუიოლმა პირველი ტიტული მოიგო გუნდის კაპიტნის რანგში. საუბარია პრიმერა დივიზიონზე.
2006 წლის 14 მაისი:14 წლიანი პაუზის შემდეგ, კაპიტნის დიდი დახმარებით “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში კატალონიელებმა, “არსენალი” დაამარცხეს 2-1.
2009 წლის 2 მაისი:ალბათ პუიოლს არასოდეს ჰქონდა ისეთი დიდი გამარჯვება მოპოვებული, როგორიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” განადგურება იყო, ანგარიშით 2-6. მატჩის შემდეგ კარლესმა მოიხსნა კაპიტნის სამკლავური და მადრიდული პუბლიკის დასანახად აკოცა.
2009 წლის 19 დეკემბერი: “ბარსამ” მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატი მოიგო. მართლაც დაუვიწყარი საღამო იყო აბუ დაბიში.

2011 წლის 28 მაისი:გამოჯანმრთელებული პუიოლი მზად იყო ეთამაშა გარკვეული დრო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “უემბლიზე”. არავის დაავიწყდება პუიოლის ქმედება, როდესაც მან თასის აღმართვის უფლება ერიკ აბიდალს მისცა.
2012 წლის 18 იანვარი:პუიოლი არასოდეს ყოფილა კარგი მეგოლე, მაგრამ როდესაც იტანდა, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. 573 სეხვედრაში, 16 გოლი. 2 მადრიდის “რეალის” კარში.



