workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიამ თამაშის ნებართვა მიიღო

ვილიამ თამაშის ნებართვა მიიღო

“მალგასთან” ესპანეთის თასზე გასამართი თამაშის წინ, “ბარსელონას” სამედიცინო შტაბიდან კარგი ამბები ისმის – დავიდ ვილიამ თამაშის ნებართვა მიიღო.

ასტურიელმა თავდამსხმელმა ტრავმა ასევე ესპანეთის თასზე, “კორდობას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. ამის გამო, ვილიამ “მალაგასთან” 2, ხოლო “სოსიედადთან” ერთი თამაში გამოტოვა.

“ბარსას” ოფიციალური საიტის ცნობით, ვილია სრულად გამოჯანმრთელდა და მან ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. ამრიგად, ხორდი როურას განკარგულებაში უკვე 23 ფეხბურთელია. თამაშის ნებართვა ჯერ არ აქვთ მარკ მუნიესასა და ერიკ აბიდალს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward