სამშაბათს კარლეს პუიოლი “ნოუ კამპის” ოფისში გამოცხადდება და “ბარსელონასთან” ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, რომლის თანახმადაც კლუბში ის 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება. გახანგრძლივების ცერემონია კლუბის ოფისში 17 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ კაპიტანთან შეთანხმების მიღწევაზე განცხადება 18 დეკემბერს გაკეთდა. კარლესს მიმდინარე კონტრაქტ 2013 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, თუმცა ის კლუბში კიდევ 3 სეზონით დარჩება. იმ დროს პუიოლი 38 წლის იქნება.

