workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისტორიული სვლის დასასრული

ისტორიული სვლის დასასრული

სან სებასტიანში “სოსიედადთან” მარცხის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონამ” შეწყვიტა ისტორიული სვლა. ვილანოვას შეგირდებმა გაიმეორეს 2010/11 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი, როდესაც გუნდს შესაძლო 60 ქულიდან 55 ჰქონდა. მე-20 ტურამდე კატალონიელებმა რამდენიმე შესანიშნავი რეკორდი დაამყარეს.

 

60-დან 55:ტიტო ვილანოვა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი სტარტი ექნებოდა პირველივე სეზონში.შესაძლო 60 ქულიდან მის გუნდს 55 აქვს. საწყის 19 შეხვედრაში 18 მოგება და 1 ფრე, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია. უნდა აღინიშნოს, რომ “ბლაუგრანას” ასეთი სტარტი 2010/2011 წლებშიც ჰქონდა და ეს კლუბის რეკორდია.

20 მატჩში 1 მარცხი: თითქმის ასეთი სტარტი ჰქონდა კლუბს 2009/2010 წლებში, როდესაც წაუგებელი 21 შეხვედრის შემდეგ, გუარდიოლას გუნდი “ატლეტიკო მადრიდმა” დაამარცხა. ეს იყო ერთადერთი მარცხი სეზონში.

საუკეთესო შედეგები გასვლით მატჩებში: “ბარსამ” გაიმეორა კიდევ ერთი რეკორდი, რომელიც 2010/2011 წლებში დაამყარა. ტიტოს ბიჭებმა გასვლაზე ჩატარებული 10 თამაშიდან ყველაში გამარჯვება იზეიმეს. “ოსასუნა” (1-2), “ხეტაფე”(1-4), “სევილია”(2-3), “დეპორტივო” (4-5), “რაიო”(0-5), “მალიორკა”(2-4), “ლევანტე”(0-4), “ბეტისი”(1-2), “ვალიადოლიდი”(1-3), “მალაგა”(1-3).

გატანილი გოლების რეკორდი: “ანოეტაზე” ვიზიტამდე “ბარსამ” პირველ წრეში 64 გოლის გატანა შეძლო, რაც საშუალოდ თამაშში 3.37 ბურთს უდრის. გუნდმა გააუმჯობესა 2010/2011 წლების რეკორდი, როდესაც 19 მატჩში 61 გოლი ჰქონდათ გატანილი(3.21 ).

საუკეთესო მესი: არგენტინელმა 28 გოლის გატანა შეძლო პირველ წრეში. აღსანიშნავია, რომ მან 18 ბურთი გასვლით მატჩებში შეაგდო. ცნობისთვის 2009/2010 წლების სეზონში ლეოს გასვლაზე 18 გოლი ჰქონდა, რამდენიც ახლა პირველ წრეში აქვს. მესიმ თუ ასე გააგრძელა, იგი გააუმჯობესებს შარშანდელ სეზონში დამყარებულ რეკორდს(50 გოლი).

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward