“რეალ სოსიედადთან” ჩატარებული შეხვედრა “ბარსელონას” მეკარისთვის, ვიქტორ ვალდესისთვის 350-ე გამოდგა, რომელიც მან ესპანეთის ჩემპიონატში გამართა. სამმა გაშვებულმა გოლმა და გუნდის წაგებამ, 31 წლის კიპერს “იუბილე” ჩაუშხამა.
ლა ლიგაში 350 თამაშის ჩასატარებლად, ვალდესს 11 სეზონი დასჭირდა. ამ 350 მატჩში, მან 291 გოლი გაუშვა, რაც თამაშში, საშუალოდ, 0.83 გოლის გაშვებას უდრის.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 20 თამაშში, “ბარსას” კიპერმა უკვე 23 გოლი გაუშვა (საშუალოდ 1.15 ბურთი თამაშში). სამორას ჯილდოს მაძებართა შორის, იგი მხოლოდ მე-5 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხ სეზონში, ამ ჯილდოს სწორედ ვალდესი ღებულობდა. შედარებისთვის: გასულ სეზონში, 20 ტურის შემდეგ, ვალდესს მხოლოდ 12 გოლი ჰქონდა გაშვებული.