“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა აცხადებს, რომ მიუხედავად კლუბიდან წასვლის სურვილის გამომჟღავნებისა, მას ვიქტორ ვალდესის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება.
“ვალდესთან საუბარი მქონდა. ყველას აქვს უფლება, იმუშავოს იქ, სადაც სურს. გვთხოვეს, ვალდესს წასვლის ნება მივცეთ, მაგრამ ის ჯერ კონტრატს ამოწურავს და სხვა კლუბში ამის შემდეგ გადავა. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ვიქტორი დაგვეხმარება, როგორც შესძლებს.
შესაძლოა, მსგავსი განცხადებებისთვის შესაფერისი დრო არაა, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ამაზე უკეთესი პერიოდის შერჩევა შეუძლებელიც იყოს. ვალდესი კლუბს მისი შემცვლელის მოსაძებნად დროს აძლევს. ის, ვისაც ეს საკითხი ეხება, გადაწყვეტილებას ადრე თუ გვიან მიიღებს, მე კი, ვალდესის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. ვხედავ, რომ ის კმაყოფილია.
იმოქმედებს თუ არა ვალდესის განცხადება ძირითად შემადგენლობაში მის ადგილზე? თუ ის ასევე ვარჯიშსა და თამაშს განაგრძობს, მას კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დავაყენებ.” – აცხადებს ტიტო ვილანოვა.