“ბარსელონას” ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი კარლეს ვილარუბი აცხადებს, რომ მისი კლუბისთვის, ვიქტორ ვალდესის შემცვლელის მოძებნა რთული არ იქნება.
როგორც ცნობილია, ვიქტორ ვალდესმა 2014 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონამ” მისი შემცვლელის ძებნა უკვე უნდა დაიწყოს. არაოფიციალურად, რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელდა, ხოლო ინსტიტუციონალურ საკითხებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შესაფერისი კანდიდატის მოძებნა რთული არაა.
“საჭიროა, პირველი მეკარის პოზიციაზე, შესაფერისი კანდიდატურა მოვძებნოთ, რომელიც გუნდის ღირსებას ვალდესის წასვლის შემდეგ დაიცავს. ვიქტორს წასვლა უნდა და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. გარწმუნებთ, “ბარსელონას” საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ გუნდის პირველი მეკარის საკითხი გადაჭრას. ვალდესის შემცვლელი პოვნა რთული არ იქნება.” – აცხადებს ვილარუბი.