“მალაგასთან” გასამართი სათასო დაპირისპირების წინ, ხერარდ პიკე თანაგუნდელ სერხიო ბუსკეტს აქებს და აცხადებს, რომ ათბალიანი შეფასებით, მას 10 ქულას უწერს.
“ბუსკეტსთან ერთად თამაში, ჩვენთვის, ცენტრალური მცველებისთვის დიდი შვებაა. ტაქტიკური განსწავლულობის მხრივ, მას 10-დან 10 ქულას დავუწერდი. იგი თამაშს ძალიან კარგად კითხულობს, როგორც შეტევის, ასევე თავდაცვის დროს.” – აცხადებს პიკე.