“ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გუნდის ნომერ პირველი მეკარის, ვიქტორ ვალდესის გარშემო ამტყდარ აურზაურს ეხმაურება და აცხადებს, რომ კატალონიელთა კიპერს გუნდიდან წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.
ცოტა ხნის წინ, სუბისარეტამ განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე, ვალდესთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. “ბარსას” სპორტულ დირექტორს ვალდესის აგენტი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა.
“მხოლოდ ის ვთქვი, რომ ვალდესს “ბარსელონას” დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს. მისთვის, ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეგვითავაზებია. ამჟამინდელი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლის განმავლობაშია მოქმედი. კარგად ვაცნობიერებთ, რა დონის მეკარეა ვალდესი და ვიცით, რომ მისი შემცვლელის პოვნა რთული იქნება.” – განუცხადა სუბისარეტამ კატალონიელ ჟურნალისტებს.