დონეცკის შახტარის სომეხმა შემტევმა, ჰენრიკ მხითარიანმა თავისი აზრი გამოთვა ლიონელ მესის მიერ “ოქროს ბურთის” მოგებაზე:
“ვთვლი, რომ ლიონელ მესიმ სრულიად დამსახურებულად მოიგო ეს პრიზი, თუმცა მე უპირატესობას ანდრეს ინიესტას მივანიჭებდი. ესპანელმა შესანიშნავად ჩაატარა 2012 წელი, მოიგო ევროპის ჩემპიონატი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლეო არ იმსახურებდა “ოქროს ბურთს”,” ციტირებს სომეხი ფეხბურთელის სიტყვებს “Р-Спорт”.
ცნობისთვის მხითარიანი შესანიშნავ სეზონს ატარებს. მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება.

