“ბარსელონა” დღეს თამით პრიმერას პირველი წრის ბოლო შეხვედრას “მალაგასთან” ჩაატარებს. გუნდი ანდალუსიაშია 12 საათზე ჩაფრინდა. ტიტო ვილანოვა, რომელიც გუშინდელ სავარჯიშო სესიაზე გუნდს ხელმძღვანელობდა “ლა როსალედაზე” სათადარიგო სკამზე იქნება. მის განკარგულებაში 20 ფეხბურთელია, მათ შორის ადრიანო კორეია. კუნთის ტრავმის გამო გუნდს დავიდ ვილია ვერ დაეხმარება.
გუნდთან ერთად იმყოფება ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. შეხვედრა “მალაგასა” და “ბარსელონას” შორის თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
სურათები:



