workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბერხესი: „მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით“

ბერხესი: „მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით“

ესპანეთის თასის 1/8-ფინალში, განმეორებითი თამაშის “ბარსელონასთან” 0:5 წაგების შემდეგ, “კორდობას” მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბერხესმა განაცხადა, რომ მის შეგირდებს მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან თამაში უწევდათ.

“ბარსელონას” ფეხბურთელები ფლობენ ისეთ ინდივიდუალურ და გუნდურ ტექნიკას, რომელიც ნორმალურ ჩარჩოებს სცილდება. ასეთ თამაშებში, წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, მაგრამ როდესაც პირველ გოლს უშვებ, შემდეგ, საქმე ძალიან რთულდება. პირველ ტაიმში, ჩვენი გუნდი ვერაფრის გაკეთებას ახერხებდა, ხოლო თამაშის მიწურულს, მხოლოდ ბურთს დავდევდით. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში გვიწევდა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward