კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, უახლოესი 6 კვირის განმავლობაში, ტიტო ვილანოვამ გუნდის გაძღოლა ვერ მოახერხოს.
გასული წლის მიწურულს, ტიტომ, სიმსივნით დაავადებულ ყელზე, ოპერაცია გაიკეთა. მართალია, ლა ლიგის წინა ტურში, მან გუნდს უთავკაცა, მაგრამ შემდეგ, ნიუ-იორკში გაემგზავრა და შესაძლოა, მისი დაბრუნება უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდეს.
კატალონიური Mundodeportivo-ს ცნობით, ვილანოვას კონსულტაციები უკვე ჩაუტარდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გარკვეული დროის განმავლობაში, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა დარჩეს და კონსულტაციები განაგრძოს. არაა გამორიცხული, ეს პროცედურა 6 კვირა გაგრძელდეს.
თუ მართლაც ასე მოხდა, ვილანოვას არყოფნაში, გუნდს მისი თანაშემწე ხორდი რუერა გაწვრთნის.