კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს შეელიოს ესპანელ, დავიდ ვილიას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე.
“ვილია არ დატოვებს “ბარსელონას” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. დავიდი – ჩვენი ფეხბურთელია და ჩვენ გვჭირდება ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე.” – განაცხადა როსელმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის თანახმად “არსენალი” ვილიაში € 17 მილიონს იხდიდა.

როსელი: “ვილიას ზამთარში არ გავყიდით”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


