2012 წელი… კიდევ ერთი დაპირისპირება ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეებს შორის, რომლებსაც მთელი პლანეტა ადევნებს თვალს. არის ემოცია, სიხარული, გულისტკივილი, ზოგჯერ კი ზიზღიც… რა საშინლად ჟღერს ეს უკანასკნელი სიტყვა, მაგრამ უცნობი არ უნდა იყოს თქვენთვის – “ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის”.
“ბარსელონა”, “რეალი”, “იუნაიტედი”, “მილანი”, “ბაიერნი”… ეს იმ კლუბების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 21-ე საუკუნეს მართავენ და უამრავ ქომაგს იზიდავენ გამორჩეული თამაშის სტილისა და ბრძოლისუნარიანობის წყალობით. ფეხბურთი – ეს ის სპორტია, რომელიც გულშემატკივარს საუკუნეების მანძილზე ანიჭებდა სიამოვნებას.. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: “მაგ სპორტს რა მაყურებინებს, ამდენი კაცი სულელივით დასდევს ერთ ბურთს”. ამ დროს ყოველთვის მეცინება… მწარედ. ეს სპორტი ჩემში ყოველთვის სიყვარულს იწვევდა, სწორედ ეს სიყვარული მაიძულებდა პატივისცემით მოვქცეოდი სხვა კლუბსა და მათ ქომაგებს, მაგრამ ალბათ ბევრი თქვენგანისათვის ეს უჩვეულოა.. ჩასაფრება, სხვისი დამცირება და ფეხქვეშ გათელვა – აი, ეს არის ის, რაც უმეტეს თქვენგანს ახასიათებს… საინტერესოა ამით რა სარგებელს იღებთ…
ამ ბოლო დროს ხშირად გაიგებთ ფაქტებს, რომლებიც გვამცნობენ, თუ როგორ მოკლა ცემით რამდენიმე ბიჭმა მსაჯი, გაიგებთ იმასაც, რომ თურმე მოედანზე ასაფეთქებელს ისვრიან, რათა საძულველი კლუბის მოთამაშეებს ზიანი მიაყენონ, შესაძლოა იდეაში მათი სიკვდილიც ჰქონდეთ… საქართველოში ასეთი ფაქტები არ არის.. მოიცადეთ ვცდები.. აი, უცებ გაიხედავ და ახალგაზრდა ბიჭები ერთმანეთს სასტიკად სცემენ. მიზეზი? – კლუბებს შორის დაპირისპირება. ისინი ბარსელონა-რეალის ან იუნაიტედი-ლივერპულის გულშემატკივრები არიან და ის ფაქტი, რომ ესპანეთში და ინგლისში კლუბის პრეზიდენტებს, მწვრთნელებს და მოთამაშეებს შორის დაპირისპირებაა მათ ქმედებაზეც აისახა.. საიდან სადო.. დიახ ბატონებო, ჩვენ გვძულს ერთმანეთი!
სასაცილოა… ნუთუ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებად, სიცოცხლესთან გამოსასალმებლად ღირს ეს ყველაფერი. პატივისცემა, სხვისი შრომის დაფასება და თავშეკავებულობა – აი რა სჭირდება თითოეულ ჩვენგანს. ფეხბურთი უნდა გიყვარდეს და სიამოვნებას იღებდე. ერთმა შესანიშნავმა დრიბლინგმაც კი შეიძლება ადრენალინი გამოგაყოფინოს და საოცარი თავისუფლება გაგრძნობინოს…
“ომი” იქნება მანამ, სანამ ფეხბურთი იარსებებს. მაგრამ ჩვენ ნუ დავივიწყებთ ზღვარს, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ და რომელსაც ადამიანობა და ფეხბურთისადმი სიყვარული ჰქვია… 2012 წელი, გამარჯვებული კვლავ ლიონელ მესია.. ჩხუბს და კამათს სჯობს დავტკბეთ ამ ადამიანის თამაშით, რომელიც ისტორიაში ნამდვილად შევა, როგორც ერთ-ერთი ლეგენდარული მოთამაშე, მათ შორის ვინც ფეხბურთს ოდესმე ჰყოლია…



