workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსას“ 5 ფეხბურთელი FIFPro-ს წლის გუნდში

„ბარსას“ 5 ფეხბურთელი FIFPro-ს წლის გუნდში

FIFA/FIFPro-ს 2012 წლის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობენ. საუკეთესოთა შორის, 5-5 ფეხბურთელი ჰყავთ “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს”, ხოლო “ატლეტიკო” ერთი მოთამაშითაა წარმოდგენილი. რაც შეეხებათ ნაკრებებს – რა თქმა უნდა, ლიდერი ესპანეთია, რომელსაც სიმბოლურ გუნდში 6 ფეხბურთელი ჰყავს.

მეკარე: იკერ კასილიასი ( “რეალი”);

მცველები: დანიელ ალვესი (“ბარსელონა”), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), სერხიო რამოსი (“რეალი”), მარსელო (“რეალი”);

ნახევარმცველი: ჩაბი ალონსო (“რეალი”), ჩავი (“ბარსელონა”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), რადამელ ფალკაო (“ატლეტიკო”).

FIFA და FIFPro წლის სიმბოლურ ნაკრებს 2005 წლიდან მოყოლებული ადგენენ. 8 წლის განამვლობაში, ყველაზე მეტჯერ, 32-ჯერ, საუკეთესოთა შორის “ბარსელონას” ფეხბურთელები მოხვდნენ. შემდეგ მოდიან “რეალი” (19), “მილანი” (10), “მანჩესტერი” (8) და “ჩელსი” (8).

ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენები მესი და რონალდუ არიან. ისინი სიმბოლურ ნაკრებში მეექვსედ მოხვდნენ. ხუთ-ხუთჯერ მოხვედრილან ჩავი, კასილიასი და ტერი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward