ქურდებს მიეცათ კარგი შესაძლებლობა მაშინ, როცა ფეხბურთელები თამაშზე იყვნენ. ისინი შეიპარნენ მათ სასტუმროში და გაქურდეს ფეხბურთელები. იტყობინება დღევანდელი ”სპორტი”.
ქურდებმა ბუსკეტსს 800, ხოლო პედროს 1000 ევრო მოპარეს. სხვა მოთამაშეებმა უფრო მცირე დანაკარგები განიცადეს, რადგან მათ არ ჰქონდათ ამდენი ნაღდი ფული. ბევრმა გუნდმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იყო ანალოგიური რამ განიცადა. ესპანეთის ნაკრების მხრივ კი ეს პირველი ინციდენტი გახლდათ.
წყარო: TotalBarca.Com



