მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლოსწინა ვარჯიში დერბიმდე

ბოლოსწინა ვარჯიში დერბიმდე

 

შაბათს გუნდი “სიუტატ ესპორტივას” სავარჯიშო მოედანზე შეიკრიბა, რათა “ესპანიოლთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადება გაგრძელებულიყო. სესიას ტიტო ვილანოვა ხელმძღვანელობდა, რომელიც გუშინდელი ღია ვარჯიშის დროს “ნოუ კამპის” ოფისში დარჩა და მუშაობდა.

სესია ნორმალურ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობას მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იღებდა. თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა ერიკ აბიდალი, რომელიც საკუთარ აღდგენით კურსს გადის. ისააკ კუენკა კი დარბაზში იტვირთებოდა. ადრიანო კორეია, რომელიც გუშინდელ ვარჯიშზე უსაფრთხოების მიზნით არ დატვირთეს დღეს უპრობლემოდ ვარჯიშობდა.

შემდეგი სავარჯიშო სესია ხვალ, “ნოუ კამპზე” ჩატარდება, სადაც მოთამაშეები შეხვედრამდე ბოლო დეტალებს დააზუსტებენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა განაცხადს გამოაქვეყნებს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=sXgYF9hiCu0]

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში