“ბარსელონამ” დღის მეორე ვარჯიში ჩაატარა. დილისგან განსხვავებით ისააკ კუენკა და ერიკ აბიდალი დარბაზში იტვირთებოდნენ. გუნდის დანარჩენი მოთამაშეები “სიუტატ ესპორტივას” მეორე მოედანზე ვარჯიშობდნენ (დილის ვარჯიში პირველ მოდანზე ჩატარდა).
კვირას გასამართი დერბისთვის გუნდს ტიტო ვილანოვა ამზადებდა. ვიქტორ ვალდესი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა, მარკ ბარტრა და კრისტიან ტელიო კი განცალკევებით. ფილიალიდან დღის მეორე სესიაზე მხოლოდ კვინტილა იმყოფებოდა.
გუნდის შემდეგ ვარჯიში ხვალ, 11 საათზე გაიმართება. სავარჯიშო სესია გულშემატკივრესთვის ღია იქნება და “მინიესტადიზე” ჩატარდება.
სურათები:
