მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკს, ადრიანოს და სონგს თამაშის უფლება მისცეს

სესკს, ადრიანოს და სონგს თამაშის უფლება მისცეს

 

“ბარსელონას” პირველი გუნდი დღეს დილით ვარჯიშს დაუბრუნდა. 2013 წელს ეს მთლიანი გუნდის პირველი ვარჯიში იყო, რადგან გუშინ ის მოთამაშეები, რომლებიც კატალონიის ნაკრებში იყვნენ გამოძახებულები ცალკე ვარჯიშობდნენ. სესიაზე იმყოფებოდა ტიტო ვილანოვა. სესკ ფაბრეგასს, ადრიანო კორეიას და ალექს სონგს კი ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს.

 

კუენკა და ვალდესი გუნდთან ერთად

 

დღევანდელი სესიაზე იმყოფებოდა ვიქტორ ვალდესი, რომელმაც კატალონიის ნაკრების დახმარება მიკრო ტრავმის გამო ვერ მოახერხა. თანაგუნდელებთან ერთად იტვირთებოდა ისააკ კუენკა და “ბარსა ბ”–ს მეკარე, ოიერი. ტელიო და ბარტრა, რომლებიც გუშინ კატალონიის ნაკრების ღირსებას იცავდნენ განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

 

ერიკ აბიდალი თავის მხრივ მოედანზე, თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა, რათა სხვა მოთამაშეების მსგავსად ფორმის პიკს მიაღწიოს. გუნდი დღის მეორე სავარჯიშო სესიას 20 საათზე ჩაატარებს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=8B_FYcJiLV0]

 

სურათები:


 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში