ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსელონა” ერთადერთი ხელშეუხებელი კლუბია ევროპის მასშტაბით. იტყობინება Corriere dello Sport.
იტალიელმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთი მაღალ დონეზე იმყოფება, მან მაგალითში “იუვენტუსი” მოიყვანა, რომელსაც იგი ძალიან ძლიერ გუნდად თვლის.
რაც შეეხება ტიტო ვილანოვას უპირატესობას, “მილანისა” და “ჩელსის” ექს-მწვრთნელმა აღნიშნა, რომ “ბარსას” უკან არის ისეთი ჯგუფი, რომელშიც შედიან ისეთი გუნდები როგორებიც “იუვენტუსი” და “პსჟ”-ა.