რუდ ვან ნისტელროი: “ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

რუდ ვან ნისტელროი: “ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

 

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რუდ ვან ნისტელროიმ საკუთარი შეხედულებები გაგვიზიარა “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლეო მესის შესახებ.

 

უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმისთვის, რომ მისი თამაში აღვწერო. ეს სხვა დონეა. ის საკუთარ ფეხბურთს თამაშობს, იტანს ერთ–ორ გოლს ისე, რომ ყველაფერი ძალიან ადვილი გეგონება. ის ფაქტი, რომ ლეო ასეთ თამაშს ყოველ წელს აჩვენებს იმაზე მეტყველებს, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია” – რუდ ვან ნისტელროის სიტყვებს “De Telegraaf” ციტირებს.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების რიგებში ლეო მესიმ 2012 კალენდარულ წელში 91 გოლის გატანა მოახერხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward