როგორც მოგეხსენებათ Barcamania.ge–ზე დაწყებულია ახალი პროექტი. გთავაზობთ რეკლამებს, სადაც გადაღებულნი არიან “ბარსელონას” ფეხბურთელები. თქვენ უკვე იხილეთ ლიონელ მესი და ტიერი ანრი (ვისაც არ უნახავს ანრისი, შეუძლია ნახოს აქ; ვისაც არ უნახავს მესისი, შეუძლია ნახოს აქ). დაახლოებით 1 კვირაა ასეთი სახის სიახლე არ დადებულა და ამიტომ დღეს წოტა მოგვიანებით კიდევ ერთი “ბლაუგრანას” ფეხბურთელის რეკლამებს შემოგთავაზებთ. ახლა კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
დავიწყოთ რეკლამით, სადაც იბრაჰიმოვიჩთან ერთად მონაწილეობენ პელე და პიპო ინძაგი. ეს გახლავთ იტალიური ტელეარხის რეკლამა.
ეს გახლავთ თურქული ავიხაზების რეკლამა, სადაც მონაწილეობს “ბარსელონას” თითქმის ყველა ფეხბურთელი. ზლატანი ერთ–ერთი მთავარი როლის შემსრულებელია.
ახლა შემოგთავაზებთ ექვს Nike-ის რეკლამას.
ამ რეკლამაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება იბრას, იგი იტანს ულამაზეს გოლს.
რეკლამა, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად მონაწილეობას იღებენ: არსენ ვენგერი, მარკო მატერაცი, ვილიამ გალასი, კრიშტიანუ რონალდუ, ფლორან მალუდა, რაფაელ მარკესი, კარლოს ტევესი, ანდრეს ინიესტა, ცესკ ფაბრეგასი, ვესლი სნეიდერი, ფილიპ სენდეროსი, კლას იან ჰუნტელაარი, იენს ლემანი, რუუდ ვან ნისტელროი, ვეინ რუნი.
კიდევ ერთი რეკლამა, სადაც ზლატანთან ერთად მონაწილეობენ: ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, კალათბურთელი ტონი პარკერი და მისი ცოლი, მოდელი ევა ლონგორია. ამ რეკლამაში ერთმანეთს კაცები და ქალები ეჯიბრებიან იმის გასარკვევად, თუ რომელი სქესი უფრო სწრაფია.
იბრა ამ რეკლამაში მარტო იღებს მონაწილეობას. მისი ვალია 10 წამში მივიდეს ბურთამდე და გაიტანოს გოლი.
იბრაჰიმოვიჩის ყველაზე ახალი რეკლამა, სადაც კვლავ მარტო იღებს მონაწილეობას.
ახლა კი ბოლო და მემგონი ყველაზე საინტერესო რეკლამა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მონაწილეობით. იყო ბევრი მითქმა–მოთქმა, რომ იგი საღეჭი რეზინით ვარჯიშობდა, თუმცა ამის ხალხს არ სჯეროდა. როდესაც ტელეეკრანებზე გამოჩნდა ეს რეკლამა, ყველამ შეიცვალა თავისი აზრი.
იმედია ისიამოვნეთ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკლამებით. როგორც ზევით მოგახსენეთ, დღეს ცოტა მოგვიანებით დაიდება კიდევ ერთი “ბარსას” ფეხბურთელის რეკლამები და ეს ფეხბურთელია კაპიტანი, კარლეს პუიოლი.