სერხიო ბუსკეტსმა პარასკევს პრეს–კონფერენცია გამართა “ვალიადოლიდთან” გასამართი შეხვედრის წინ: “ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გაერთიანებულები ვართ, ჩვენ გვსურს ისეთ სტილში თამაშის გაგრძელება, როგორშიც ბოლო წლებში ვთამაშობთ. ყველანი დავეხმარებით როურას, რომელსაც კარგად შეუძლია სამუშაოს შესრულება“.
ბუსკეტსი პოზიტიურადაა განწყობილი გუნდში არსებული სიტუაციის გამო და ჟურნალისტებს აცნობა, რომ მოთამაშეები “ვალიადოლიდთან” გამარჯვებაზე ფიქრობენ: “ამ შეხვედრაში 3 უმნიშვნელოვანესი ქულა თამაშდება და მისი მოპოვება ყველასთვის კარგი იქნება, განსაკუთრებით ტიტოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის უყურებს შეხვედრას და გამარჯვება მის აღდგებაზე კარგად იმოქმედებს“.
ნდობა როურას
“მას შემდეგ, რაც ტიტომ ჩვენთან ისაუბრა მეტი ძალები მოგვეცა და ამ გამარჯვების მოპოვება მისთვის გვსურს. ვიმედოვნებთ, რომ 3 ქულის აღებას შევძლებთ“. გუნდის მესაჭე ამ შეხვედრაში ჟორდი როურა იქნება: “ის წლებია აქ იმყოფება და კარგად იცნობს კლუბს. მან იცის რა კეთდება აქ. ტიტოს დაბრუნებამდე მის დავალებებს შევასრულებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგ სამუშაოს ჩაატარებს“.
“ვალიადოლიდთან” მატჩის შემდეგ პრეს–კონფერენციას ჟორდი როურა გამართავს: “რა თქმა უნდა, ეს ცოტა განსხვავებული რამაა, თუმცა ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში გვსრს თამაში. ჩვენ არ გვსურს ვიყოთ განსხვავებულები, ვეცდებით ისე მოვიქცეთ, როგორც ყოველთვის“.
შექება “ვალიადოლიდს”
ბუსკეტსი ამბობს: “ამ გუნდმა იცის, თუ როგორ ითამაშოს კარგი ფეხბურთი და ამ სეზონში ამას აჩვენებენ. ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრა გველის“. ნახევარმცველი ამბობს, რომ გუნდი ლა ლიგის მოგებულად არ მიიჩნევს დიდი უპირატესობის მიუხედავად: “არც “ატლეტიკო” და არც “რეალი” დანებებას არ აპირებენ, ისინი ელიან ჩვენს შეცდომებს. ჩვენ არ ვფიქრობთ ტიტულებზე, ამჟამად ჩვენ 3 ქულის აღებას ვგეგმავთ“.