მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” პეპ გვარდიოლას ციურიხში გუნდთან ერთად წასვლა შეთავაზა

“ბარსამ” პეპ გვარდიოლას ციურიხში გუნდთან ერთად წასვლა შეთავაზა

 

“ბარსელონას” ყოფილი თავკაცი, პეპ გვარდიოლა 2012 წლის საუკეთესო მწვრთნელის 3 ფინალისტს შორის მოხვდა. მასთან ერთად ამ ჯილდოსთვის მადრიდის “რეალის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო და ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე იბრძოლებენ.

 

დაჯიოლდოების ცერემონია ციურიხში, 7 იანვარს ჩატარდება. “ბარსელონა” ცერემონაზე ფართო დელეგაციით მიემგზავრება, რადგან 2012 წლის გუნდში კატალონიელთა რამდენიმე მოთამაშე მოხვდება. დელეგაციასთან ერთად გამგზავრება შესთავაზეს პეპ გვარდიოლას, რომლის პასუხსაც ნიუ–იორკიდან ელიან.

 

ამ დღესვე გახდება 2012 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა ცნობილი. ფინალისტები ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და კრიშტიანუ რონალდუ არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში