მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას, რომელსაც ჯანმრთელობი პრობლემები აქვს თანადგომა გამოუცხადა და გამოჯანმრთელება უსურვა. იტყობინება, Goal.com.
“ეს ძალიან სამწუხარო დღე იყო, ყველანი შოკირებული ვართ ამ ამბით. მთელი “რეალი”, მე, ფეხბურთელები, მწვრთნელი და გულშემატკივრები ტიტოს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. პირადად ჩემგან კი მე მინდა მას ყოველივე კარგი ვუსურვო თავის ოჯახთან ერთად. ტიტო შენ შესძლებ ამ ბრძოლაში გამარჯვებას. შენ უნდა შესძლო ეს და შენ შესძლებ ამას” – განაცხადა ფლორენტინო პერესმა.



