დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ კატალონიის “ბარსელონას” ყველაზე საშიში მეტოქე უწოდა, რომელიც შესაძლოა უკრაინული კლუბის მეტოქე აღმოჩნდეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. სპეციალისტმა ასევე გუნდის ლიდერებზეც ისაუბრა.
“ბარსელონა” – გუნდია, რომელთანაც არ ვისურვებდი შეხვედრას. ეს ნორმალურია, რადგან ის ძალიან ძლიერი და რთული მეტოქეა, მაგრამ “შახტარიც” კარგად ორგანიზებული გუნდია, ბურთის კარგი კონტროლით.
– მესი ? ის უბრალოდ გასაოცარი და ფენომენალურია. ის ნომერ პირველია მსოფლიოში, მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და მიულერის რეკორდიც მოხსნა. ასევე აღსანიშნავია, ჩავიც რომელიც “ბარსელონას” თამაშის მთავარი ორგანიზატორია.” – იტყობინება ლუჩესკუს სიტყვებს ბრაზილიური პრესა.
