კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ ლა ლიგის მე-16 ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და ესპანეთის 2012/2013 სეზონის ჩემპიონატში 25 გოლი დაუგროვდა. იტყობინება, barcastuff.
ამ მაჩვენებლით მესიმ 16 ტურის შემდეგ უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატების 62-მა გუნდმა, სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, რომ მესის გოლები 62 კლუბის (95-იდან) მიერ სეზონში გატანილ გოლებს აღემატება, წინ კი მიმდინარე წელს კიდევ ერთი მატჩი რჩება.

გეთანხმები .პენალტები მესის ძლიერი მხარე არაა:დ უფრო კრ7
ლეოო მაგარი ხარ .წელს ბომბარდირიც და ასისტ მეიკერიც ეს გახდება
ki gaumazavs mara chveni lomi cota moikochlebs am aspeqtshi
პენლის დარტყმა რით ვერ ისწავლა ამან?