მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიმეონე: “მე ვერაფერში დავადანაშაულებ ჩემს ფეხბურთელებს”

სიმეონე: “მე ვერაფერში დავადანაშაულებ ჩემს ფეხბურთელებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლა ლიგის მე-16 ტურში “ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის გაკრიტიკებისაგან თავი შეიკავა. იტყობინება, Football Espana.

 

“მოდით უმჯობესი იქნება, თუ “ბარსელონაზე” ვისაუბრებთ. “ლურჯ-ბროწეულისფრები” თითქოს სხვა ლიგიდან არიან. ჩვენ ძალიან ბევრს ვცდილობდით დიდი ხანი ვიბრძოდით რათა კონკურენტუნარიანნი ვყოფილიყავით მაგრამ, გუშინდელმა მატჩმა დაამტკიცა, რომ კატალონიელებს უმაღლესი დონის გუნდი ჰყავთ.” – ამბობს სიმეონე. 

 

“დაპირისპირების დასაწყისში ჩვენ სამი მომენტი გვქონდა “ბარსას” კართან, ჩვენ ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ შეტევაში, შემდეგ ადრიანომ გაიტანა, ბუსკეტსმაც და ჩვენ შესვენებაზე დამარცხებულები გავედით. 

 

მე ვერაფერში დავადანაშაულებ ჩემს ფეხბურთელებს. მათ მაქსიმალური ძალები გაიღეს რათა მატჩში სასურველ შედეგს მიეღწიათ. სამწუხაროთ ჩვენ დავმარცხდით მაგრამ არ დავმარცხებულვართ ვინმესთან არამედ გუნდთან, რომელიც თამაშის დონით ყველას აღემატება პრიმერაში.” – დაასრულა სპეციალისტმა. 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში