“ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ კიბოს დაავადების დამარცხება შეიძლება, თუკი მას შეებრძოლები, გვამცნობს ესპანური პრესა.
ფრანგმა ფეხბურთელმა მონაწილოება მიიღო ცერემონიაში, რომელიც იმ ბავშვების მხარდასაჭერად ჩატარდა, რომლებსაც ავთვისებიანი კიბო დაუდგინდათ. ჩატარდა საფეხბურთო მატჩი, რომელშიც სპორტის სამყაროს ბევრმა ცნობილმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილოება, შეხვედრაში ბურთი კი თავად აბიდალმა შეიყვანა.
“ხალხი ამბობს, რომ მე სამაგალითო ვარ ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ბრძოლა ყველას შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების მხარდაჭერა. მშობლები ასევე დიდ როლს ასრულებენ, მაგრამ ბავშვები ძალიან ძლიერები არიან და მათთვის საჭიროა ბრძოლა. ისინი უფროსებზე ძლიერები არიან. კიბო საშინელი სიტყვაა, მაგრამ ბრძოლით მისი დამარცხება შეიძლება” – განაცხადა ერიკ აბიდალმა.
