“ბარსელონას” გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონში არ დატოვებს გუნდს, გვამცნობს ესპანური პრესა.
საკუთარი სურვილი კატალონიურმა ინჩადამ “ნოუ კამპზე” გამოხატა, სადაც პრიმერას მე–16 ტურის შეხვედრაში “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” მასპინძლობდა.
“მოურინიო დარჩი, ჩვენ ძალიან გვსურს შენი დარჩენა” – სკანდირებდნენ შეხვედრის დროს “ბარსელონას” ქომაგები, რომლებმაც იცოდნენ, რომ “რეალმა” მორიგი 2 ქულა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მე–20 ადგილოსან “ესპანიოლთან” დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა და კლუბის სოსიოების 86–მა პროცენტმა მოურინიოს დარჩენას მხარი დაუჭირა.



