კატალონიის “ბარსელონას” 25 წლის კამერუნელმა ფეხბურთელმა ალექსანდერ სონგმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლას არ აპირებს. იტყობინება, Goal.
სონგი თვლის, რომ მან გუნდში ადაპტაციის პერიოდი უკვე წარმატებით გაიარა.
“მე სრული ადაპტაცია გავიარე “ბარსელონაში”. მეგობრებმა და სამწვრთნელო შტაბმა მე გუნდში მიმიღეს ისე, როგორც სახლში. მე ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ “ბარსელონაში” და მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ გუნდში გადმოვედი. მე არ ვაპირებ უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლას და კარიერის სხვაგან გაგრძელებას.” – განაცხადა სონგმა.
