კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ შესაძლოა გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელი დავიდი და დანი გაყიდოს. იტყობინება, Marca.
როგორც ესპანური წყარო იტყობინება, ესპანელის და ბრაზილიელის პოზიციები კლუბში მერყევადია და სწორედ ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ დავიდ ვილიამ და დანი ალვეშმა “კამპ ნოუ” დატოვონ.
ვილიამ თავისი ძალიან კარგი და შთამბეჭდავი დაბრუნების მიუხედავად მაინც ვერ შესძლო გუნდის თავკაცის, ტიტო ვილანოვას გულის მოგება, ის მაინც არ იღებს იმდენ სათამაშო დროს რამდენიც ფეხბურთელს სურს. თითქმის ასეთივე სიტუაციაშია ბრაზილიელი ალვეშიც, რომელიც ასევე ძალიან ცოტა დროს იღებს და ტრავმებს ტრავმებზე ღებულობს.
ორივე მოთამაშეს სათამაშო დრო სურს, რადგან მათ ძალიან უნდათ ითამაშონ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაში. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელებმა ახალი კლუბების ძიება დაიწყონ.
