“მადრიდის რეალმა” მაინც ვერ შეძლო “ბარსელონას” ადგილის დაკავება პრიმერა დივიზიონის სათავეში, მიუხედავად ტრიუმფალური გამარჯვებისა “ბილბაოს ატლეტიკის” წინააღმდეგ, 5–1.
“ბარსელონას” ტრიუმფმა “სევილიას” წინააღმდეგ 2–3, “ბლაუგრანას” ბოლო ტურისთვის პირველი ადგილი შეუნარჩუნა, მაგრამ ტიტულისთვის ბრძოლაში არაფერი არაა გადაწყვეტილი. “ლოს ბლანკოსის” მცველი, სერხიო რამოსი კი ამბიციებს კვლავ ინარჩუნებს.
“ჩვენი მიზანია 98 ქულას მოვუყაროთ თავი. ჩვენი ისღა დაგვრჩენია მივულოცოთ “ბარსელონას, თუ ის 99 ქულას მოაგროვებს,” განუცხადა მან ოფიციალურ ვებსაიტს.
მიუხედევად იმისა, რომ “სევილიამ” მადრიდელებს სურვილი ვერ შეუსრულა, რამოსი მაინც კმაყოფილი იყო გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით.
“ლიგა კვლავ დაძაბულობის ქვეშაა. ჩვენ დავამარცხეთ “ბილბაოს ატლეტიკი” კომფორტული სხვაობით და ჩვენ “სევილიას” იმედად ვიყავით.”
“ჩვენ ბედნიერები ვართ ჩვენი საბოლოო ანგარიშით, თუმცა დამწუხრებულები იმით, რომ “ბარსელონამ” სევილიაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შეუძლებელი იყო მათი თამაშისთვის თვალყური არ გედევნებინა.”
“რეალი” “ბარსელონა” ერთი ქულით ჩამორჩება ბოლო ტურისთვის, სადაც “ლოს ბლანკოსი” “მალაგას” ესტუმრება, ხოლო “ბლაუგრანა” “ნოუ კამპზე” “ვალიადოლიდს” მიიღებს.
სერხიო რამოსის მატჩისშემდგომი კომენტარი
წყარო: As.Com
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.