გერმანული “შალკეს” ნახევარმცველმა 26 წლის ჰოლანდიელმა იბრაჰიმ აფელაიმ რომელიც “ბარსელონას” ეკუთვნის და გერმანიაში არენდით იმყოფება განაცხადა, რომ მოსწონს გერმანულ კლუბში თამაში, მაგრამ ჯერ არ იცის თუ სად გააგრძელებს კარიერას. იტყობინება, Bild.
შეგახსენებთ, რომ აფელაიზე უფლებებს “ბარსელონა” ფლობს იგი არენდით “შალკეში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა.
“მე კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს “ბარსელონასთან”. მე რა თქმა უნდა მომწონს “შალკეში” და ბუნდესლიგაში თამაში. მაგრამ ვნახოთ თუ რა მოხდება ზაფხულში, არავინ არ იცის თუ რა მოელის მომავალში.
ბუნდესლიგაში უდიდესი კონკურენციაა. ბევრი გუნდი ძალიან ძლიერია. ამაზე ევროთასებიც მიგვანიშნებს სადაც გერმანული კლუბები ჯერჯერობით წარმატებულად გამოდიან.” – დაასრულა ჰოლანდიელმა.
