“ბენფიკა” იმ დროს ჩადის “ნოუ კამპზე” სათამაშოდ, როცა “ბარსელონას” ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ მასპინძელი გუნდი სათანადოდ არ მოეკიდება მეტოქეს. როგორც პრეს–კონფერენციაზე ადრიანო კორეიამ განაცხადა “ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. ეს ჩემპიონთა ლიგაა და სათამაშო დროს მიიღებენ ტრავმის შემდეგ დაბრუნებული მოთამაშეები და ისინი, ვითაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. ეს მნიშვნელოვანია გუნდისთვის და ჩვენი იმიჯისთვის… ჩვენ 100 პროცენტით დავიხარჯებით, რადგან ვიცით, რომ “ბენფიკა” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის“.
ფეხბურთელი, რომელიც დაცვის ყველა პოზიციაზე თამაშობს შესანიშნავ სეზონს ატარებს. მის უნივერსალობაზე შეკითხვისას განაცხადა: “ამჟამად ჩემთვის მნიშვნელოვანია არაა რა პოზიცია ვითამაშებ, მთავარი თამაშია. მოხარული ვარ მოედანზე ყოფნით და გუნდითვის და ბოსისთვის დახმარების გამო. დიდი პატივია ის, რომ მენდობა და მე მხოლოდ გაუმჯობესებას ვცდილობ“.
5 გოლი და კარგი თამაში
მიმდინარეს სეზონში გატანილი 5 გოლი და შესანიშნავი ფორმა. “მე ნამდვილად არ ველოდი ამდენი გოლის გატანას. 10 წლის განმავლობაში ეს ჩემთვის სეზონის საუკეთესო სტარტია… ჩვენ მცველებს ძალიან მოგვწონს გატანა და შეტევაში თამაში“.
ადრიანო მოხარულია იმით, თუ როგორ თამაშობს გუნდი და ასევე ისაუბრა, თუ როგორი მოხარულია “ნოუ კამპზე” თამაშით: “მე ძლიერად ვმუშაობდი ბრაზილიაში და “სევილიაში”, რათა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მეთამაშა. დიდი პატივია “ბარსაში” თამაში და ძალიან ბევრი ვისწავლე პეპისგან და ტიტოსგან, რომლებთანაც ერთად უამრავი ტიტული მოვიგე“.
მესის რეკორდი
შეკითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ მესი “ბენფიკასთან” გოლს გაიტანს და ამით გერდ მიულერის რეკორდს გაიმეორებს ადრიანომ აღნიშნა: “თუკი ის გაიტანს, ძალიან კარგი იქნება. ყველა ჩვენგანს სურს, რომ მან დაამხოს ის რეკორდი, რომელიც 40 წელია ხელშეუხებელია. გვურს მას ამაში დავეხმაროთ. უმჯობესი იქნება თუკი ის ჩვეულებრივად ითამაშებს და ამ იდეით არ იქნება შეპყრობილი… რასაც ის გვაჩვენებს არის, რომ ყოველ შეხვედრას გაუმჯობესებული ხვდება, ყოველ სეზონს“.

