მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაუნი: “ვიმედოვნებ, რომ “ბარსელონა” დიდ სამსახურს გაგვიწევს”

ბრაუნი: “ვიმედოვნებ, რომ “ბარსელონა” დიდ სამსახურს გაგვიწევს”

 

ხვალ “ბარსელონა” შინ “ბენფიკას” მიიღებს, ხოლო “სელტიკი” მოსკოვის “სპარტაკს” უმასპინძლებს. ამ შეხვედრების შემდეგ გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მეორე ადგილს დაივავებს ჯგუფში.

 

ამ დროისთვის სატურნირო მდგომარეობა ჯგუფში ასეთია: “ბარსელონა” 12 ქულა, “ბენფიკა” 7, “სელტიკი” 7 და “სპარტაკი” 3. არსებული ვითარების შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა სკოტ ბრაუნმა.

 

“რთული სათქმელი ვინ გააგრძელებს შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას. თუკი “ბენფიკა” გაიმარჯვებს, მაშინ ჩვენზე დამოკიდებული არაფერი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ვიმედოვნოთ, რომ “ბარსელონა” დიდ სამსახურს გაგვიწევს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი თავით ამ დროისთვის ბოლომდე კმაყოფილები ვართ. მე არ მაინტერესებს მისცემს თუ არა “ბარსელონა” ხვალინდელ შეხვედრაში ლიდერებს დასვენების საშუალებას. თავდაპირველად ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ და 3 ქულა ავიღოთ. 1/8 ფინალში მოხვედრა დიდი მიღწევა იქნება” – ბრაუნის სიტყვებს “უეფას” ოფიციალური საიტი ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში