“ბარსელონა ბ”–ს ფეხბურთელმა, კრისტიან ტელიომ უახლოეს მომავალში კატალონიური კლუბის მთავარ გუნდთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება.
კატალონიური კლუბის ოფიციალური “ტვიტერი” იტყობინება, რომ ახალგაზრდა მოთამაშე მომავალ კვირას გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის ხანგრძლივობაც 3 წლიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კონტრაქტი 21 წლის მოთამაშეს “ბარსელონასთან” 2013 წლის 30 ივნისს ეწურება. ტელიოს გადაბირებით სერიოზული გუნდები ინტერესდებოდნენ.



