მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “მოდუნების უფლება არ გვაქვს”

ბუსკეტსი: “მოდუნების უფლება არ გვაქვს”

 

“ბარსელონას” ნახევარმცველი “ატლეტიკთან” გამართული შეხვედრის შემდეგ “ბარსა ტვ”–ს გადაცემაში მივიდა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

 

“ძალიან მოხარული ვარ ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტის გამო, რადგან ის სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. ჩვენ ვაგრძელებთ გამარჯვებებს და ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას” – განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა.

 

ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ “წლის განმავლობაში არის ისეთი ეტაპები, სადაც გიმართლებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა ჩვენ ყველა ტურნირში ვიმარჯვებთ. პრიმერა დივიზიონში ბევრი შეხვედრაა დარჩენილი და ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს“.

 

როცა მას შეეკითხნენ იყო თუ არა “ატლეტიკთან” მატჩი მიმდინარე სეზონში საუკეთესო მან განაცხადა: “არ ვიცი იყო თუ არა ეს საუკეთესო მატჩი, მაგრამ მან ბევრი ძალები წაიღო. “ატლეტიკი” ბევრ სირბილს გაიძულებს. ეს ფეხბურთია, მათ სურდათ ბურთის გაკონტროლება, თუმცა ასეთ შეხვედრებში ჩვენ უკეთ გამოგვდის ბურთის კონტროლი” – დაამატა ესპანელმა.

 

ჩამშლელმა ნახევარმცველმა ასეცე თანაგუნდელ ლეო მესიზე ისაუბრა: “ის მსოფლიოში საუკეთესოა და ამას ყოველთვის გვაჩვენებს. ის იტანს გოლებს და ყველა შეტევაში იღებს მონაწილეობას“. ბოლოს სერხიომ კომენტარი გააკეთა “ოქროს ბურთის” მოგების 23 კანდიდატს შორის მოხვედრის შესახებ: “მე შეუმჩნეველ სამუშაოს ვასრულებ და როცა მაფასებენ ორმაგად მნიშვნელოვანია. 23 კანდიდატს შორის მოხვედრა ძალიან დიდი პრიზია“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში