ტიტო ვილანოვა წინ გაუძღვა “ბარსელონას” ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტის აღებაში. ეს არის რეკორდი, რომელიც მას აღაფრთოვანებს, თუმცა ეს ვერ გადაფარავს მისთვის ფეხბურთელების მიერ შესრულებულ დიდებულ სამუშაოს “ატლეტიკთან” მატჩში: “მე მოხარული ვარ რეკორდის დამყარების გამო, თუმცა კიდევ უფრო მოხარული ვარ იმით, თუ როგორ ითამაშებს ბიჭებმა დღეს. საბოლოო ანგარიშის დროსაც ჩვენ მეტოქეს ზემოთ ვეთამაშებოდით პრესინგს და მეორე გოლის გატანის საშუალებას არ ვაძლევდით. თუკი ასეთ თამაშს გავაგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ შეხვედრას მოვიგებთ და სათანადო ადგილზე ვიქნებით იმ დროისთვის, როცა ტიტულებზე ფიქრის დრო იწყება“.
“ჩვენ ინტენსიურად ვითამაშეთ”
მიუხედავად დამაჯერებელი გამარჯვებისა ვილანოვამ იცის, რომ მარსელო ბიელსას გუნდთან ადვილი თამაში არ იყო: “ბასკებს თამაშის სხვა სტილი აქვთ, ვიდრე სხვა გუნდებს. ისინი არასდროს გაძლევენ მოდუნების საშუალებას. თუკი ძალიან ინტენსიურად არ ითამაშებ, მაშინ ძალიან გაგიჭირდება. ჩვენ ძალიან მაღალ სისწრაფეებზე ვითამაშეთ. საბოლოო შედეგი დიდ სხვაობას გვაჩვენებს, თუმცა ეს ადვილი მატჩი არ იყო“.
“გვარდიოლას 4 წელი განუმეორებელია”
როცა მან პირველი გუნდი ჩაიბარა განაცხადა, რომ გვარდიოლასთან ნებისმიერი შედარებისას ის დამარცხებულ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო ვილანოვა იგივე აზრზე რჩება: “ის 4 წელი განუმეორებელია იმ ყველაფრის გამო, რაც გაკეთდა, არა იმის გამო, თუ რა ტიტულები მოვიგეთ, არამედ როგორ თამაშობდა გუნდი. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ იმ ყველაფრის ნაწილი ვიყავი“.
ბოლოს ვილანოვამ განაცხადა, რომ ბარტრა, ალვესი და ალექსისი გეგმის მიხედვით მიდიან: “ისინი გუნდს კვირის ბოლოს შეუერთდებიან. ისინი გეგმის მიხედვით გადიან მკურნალობას, ალექსისი დაგეგმილზე სწრაფად ბრუნდება“.


