პელეს რეკორდის უკან მოტოვების შემდეგ ლეო მესი ახლოსაა გერდ მიულერის ყველა დროის რეკორდის მოხსნასთან, რომელმაც 1972 წელს 85 გოლი გაიტანა. ბილბაოს “ატლეტიკთან” გატანილი 2 გოლის შემდეგ “ბარსას” თავდამსხმელს 2012 წელს 84 გოლი დაუგროვდა – რაც იმას ნიშნავს, რომ მას 1 გოლი სჭირდება მიულერთან გასათანაბრებლად. ლეო მესის ამ რეკორდის დასამყარებლად 2012 წელს 6 მატჩი დარჩა ჩასატარებელი.
შესანიშნავი და ფანტასტიკური წელი
როდესაც ლეო მესი მოედანზეა რეკორდები დიდხანს ვერ ძლებენ. ორი დღის შემდეგ, რაც არგენტინელი “ოქროს ბურთის” 3 ფინალისტს შორის მოხვდა მან 2 გოლი გაიტანა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა მიულერის მაჩვენებელთნ, რომლის გაუმჯობესებაც 1972 წლის ვერცერთმა მოთამაშემ ვერ შეძლო.
40 წლის შემდეგ ლეო მესის წლის შესანიშნავად დასრულება შეუძლია. ლეო გასულ სეზონში პრიმერას პიჩიჩი 50 გოლით გახდა, მოიგო “ოქროს ბუცი”, ასევე საუკეთესო გოლეადორი იყო ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების და მოიგო ესპანეთის თასის – არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ ის მიმდინარე სეზონის პიჩიჩიცაა 21 გოლით.


