მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა საზოგადოებას “ალბასეტეს” დახმარებისკენ მოუწოდებს

ინიესტა საზოგადოებას “ალბასეტეს” დახმარებისკენ მოუწოდებს

 

“ბარსელონას” ნახევარმცველმა და “ალბასეტეს” აქციონერმა, ანდრეს ინიესტამ პრესაში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას “ალბასეტეს” დახმარებისკენ მოუწოდებს.

 

ესპანური კლუბი, რომლის ვალიც 3.7 მილიონ ევროს შეადგენს გაკოტრებასთან ძალიან ახლოსაა.

 

“როგორც თქვენ იცით “ალბასეტეში” ბავშვობაში ვთამაშობდი. იქ დავიწყე ფეხბურთის თამაში. ამის გამო მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც დახმარებას უწევს რთულ პერიოდში კლუბს. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალებით ჩვენ შევძლებთ “ალბასეტეზე” დახმარებას” – განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში