მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “წინა სეზონში “ბარსელონასთან” მატჩის წინ განვაცხადე, რომ მოვიგებდით”

მოურინიო: “წინა სეზონში “ბარსელონასთან” მატჩის წინ განვაცხადე, რომ მოვიგებდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ პორტუგალიურ ტელეგადაცემასთან ინტერვიუში, რამდენიმე ფაქტი გაიხსენა, რომელიც გასულ სეზონში მეორე წრის მატჩს უკავშირდებოდა “ბარსელონას” წინააღმდეგ. 

 

შეგახსენებთ, რომ მაშინ მადრიდელებმა “ნოუ კამპზე” 2:1 დაამარცხეს მასპინძლები და ჩემპიონატის ბედი გადაწყვიტეს. 

 

“ჩვენ ვიგებდით 1:0-ს და ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებდით. იმ შემთხვევაშიც, კი თუ მეტოქე ანგარიშს გაათანაბრებდა, საერთო ჯამშიც სწორედ ასე მოხდა. მატჩის შემდეგ მე ფეხბურთელები მეკითხებოდნენ თუ რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული გამარჯვებაში. მე კი ვუპასუხე და განვუცხადე, რომ ეს იმ სამუშაოს დამსახურებაა, რომელიც ამ დროის მანძილზე გავწიე და ერთიანი სულისა. ეს ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა მოურინიომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში