1:2 “ოსასუნასთან”, 1:4 “ხეტაფესთან”, 2:3 “სევილიასთან”, 4:5 “დეპორტივოსთან”, 0:5 “რაიო ვალეიკანოსთან”, 2:4 “მალიორკასთან” და 0:4 “ლევანტესთან”. პრიმერას 7 გასვლით შეხვედრაში გუნდმა უკვე 27 გოლი გაიტანა. სეზონის ამ ნაწილში ეს კლუბის რეკორდია და მათ უკვე იმდენი გოლი გაიტანეს სტუმრად, რამდენიც ბევჯერ მთლიან სეზონში არ ჰქონდათ გატანილი.
შთამბეჭდავი სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატის პირველ 57 სეზონში, 1928/29 სეზონიდან 1987/88 სეზონამდე “ბარსამ” მხოლოდ 4 სეზონში მოახერხა გასვლით მატჩებში 27 გოლზე მეტის გატანა. ეს მოხდა 1951/52 (29 გოლი), 1952/53 (28 გოლი), 1958/59 (31) და 1985/86 (28) სეზონებში. უბრალოდ სიტყვებით რომ ვთქვათ, მიმდინარე სეზონში გუნდმა 7 შეხვედრაში გაიტანა 27 გოლი.
49 გოლი სტუმრად საუკეთესო მაჩვენებლია
1988 წელს იოჰან კრუიფის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. გუნდმა მუდმივად ახერხებდა სტუმრად 27 გოლზე მეტის გატანას. თუმცა 2001/02 და 2002/03 სეზონებში სტუმრად “ბარსამ” 21 და 20 გოლი გაიტანა შესაბამისად.
“ბარსას” სტუმრად გატანილი გოლების საუკეთესო მაჩვენებლი 49 გოლია, რომელიც გუნდმა პეპ გვარდიოლას დროს, 2010/11 წლის სეზონში გაიტანა. იმ სეზონში გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა გასვლით მატჩებში, დაამარცხა რა 0:8 “ალმერია” და 1:5 “ესპანეიოლი”.


